პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გილოცავთ ევროპის დღეს!
2023-05-09 10:06:1273 წლის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა ერთიანი ევროპის შესახებ ინტეგრაციის იდეა გაახმოვანა. აღნიშული იდეის დეკლარირებამ ევროპის მომავალი შეცვალა.
ევროპის დღეს საქართველოსთვის და ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციური მოწყობის მქონე სამსახურის მთავარ მიზანს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემების დაცვის კულტურის გაძლიერება, ევროპულ კანონდებლობასთან დაახლოება, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და საუკეთესო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაცია წარმოადგენს.
ამ მიზნით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიისწრაფვის მათთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ.
სამსახური სისტემურად შეისწავლის საერთაშორისო დარგობრივ ტენდენციებსა და არსებულ გამოწვებს, რათა უზრუნველყოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვა მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
გარდა ამისა, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აკადემიური კორპუსისა და კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, რომელთა მონაწილეობით და სამსახურის ორგანიზებით არაერთი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
#ევროპისდღე
#პერსონალურმონაცემთადაცვისსამსახური