დუშეთის N1 საჯარო სკოლის მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ლექცია ჩაუტარდათ

2023-05-05 10:46:12
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დუშეთის N1 საჯარო სკოლის მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ლექციას დაესწრნენ.
სამსახურის მკვლევარ-ანალიტიკოსები ნინო ცაგარეიშვილი და გვანცა გაბაიძე სკოლის 26 მოსწავლეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე, არასრულწლოვნების უფლებებსა და სამსახურის მანდატზე ესაუბრნენ.  

ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა შეკითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დასვეს. დაინტერესდნენ რა უფლებები აქვთ, რა შემთხვევაში და როგორ შეუძლიათ მიმართონ სამსახურს. აღნიშნული შეხვედრის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლება იყო.
საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთის მხრივ, მოსწავლეთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა და მეორეს მხრივ თავად მოსწავლეებში მონაცემთა დაცვის კულტურის განმტკიცებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ მიზნით სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მუდმივად ატარებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს