პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარა
2023-05-01 16:20:07
ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი - სოფიო შამუგია და აპარატის უფროსის მოადგილე - მარიამ გაიპარაშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელ კანონმდებლობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრაქტიკას. მიღებული ცოდნა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს დაეხმარება შემდგომი საქმიანობის პროცესში უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენა და პრევენცია.
ტრენინგს ესწრებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, თბილისი პრაიდი, ქვიარ ასოციაცია - თემიდა და საქართველოს შემეცნებითი ცენტრი CCG, ასევე, აქტივისტები.
ტრენინგი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

📸: Vladimer Valishvili/UNDP