სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბაზისო საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
2023-04-21 11:37:40

საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების თავისებურებები, სააგენტოს ბენეფიციარების მონაცემთა კონფიდენციალობისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მონაცემების გადაცემის სპეციფიკა, თანხმობა და მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძვლები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების სქემის შემადგენელი კომპონენტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი და მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზების წინაპირობები.
ია ყიფიანმა და ქეთევან კრაწაშვილმა მსმენელებს მიაწოდეს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებთან მიმართებით სამსახურის პრაქტიკის, მათ შორის გამოვლენილი ძირითადი გადაცდომებისა შესახებ.
