კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
2023-03-29 10:40:13ლექციის თემატიკა შეეხებოდა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების სქემას, მონაცემთა უსაფრთხოებას, მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და სპეციალურ რეგულაციებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საინფორმაციო საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.