ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბაზისო საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
2023-03-17 16:10:27
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების სქემის, მათ შორის, მონაცემების დამუშავების საფუძვლების, უსაფრთხოებისა და პრინციპების დაცვის საკითხებზე.
ქეთევან კრაწაშვილმა მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით სამსახურის პრაქტიკის, მათ შორის, გამოვლენილი ძირითადი გადაცდომებისა და სამსახურის დავალებების საფუძველზე მოწესრიგებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების შესახებ.


საგანმანათლებლო დაწესებულებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რადგან არასრულწლოვანთა და სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, მსგავსი ტრენინგები და საინფორმაციო ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.