ანონსი - 28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე!
2023-01-23 18:37:02
28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა!ამ დღეს სამსახური სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავს და მათზე დასასწრებად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გიწვევთ.
ღონისძიებები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი.
თუ თქვენ გაინტერესებთ:
- როგორ ვაქციოთ ჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა? - პასუხს ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექციაზე იპოვით.
 - რა უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა? – სფეროს გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით 5 ვიდეორგოლის პრეზენტაციას წარმოგიდგენთ.
 - რა უნდა იცოდნენ სკოლის მოსწავლეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ- სამსახურის წარმომადგენლები ბავშვებისთვის ,,ღია გაკვეთილს“ ჩაატარებენ,
 - რა არის პერსონალური მონაცემები? - დაბალკლასელებს , ,,თამაშობანას“ სახალისო და შემეცნებითი მასტერკლასი ელოდებათ.
 
გარდა ამისა, თქვენთვის მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს საკონსულტაციო სივრცე.
მისამართი: ეგნატე ნინოშვილის #8, ,,ფაბრიკა“
დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ აქტივობაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 27 იანვრამდე 
