პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს დამსაქმებელთა, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციებს და სადაზღვეო ასოციაციაში არსებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
2022-12-23 16:06:30
აღნიშნული მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს დამსაქმებელთა, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციებს და სადაზღვეო ასოციაციაში არსებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჯაველიძე, ამავე სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ყარაშვილი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნიკოლოზ პოპიაშვილი ესწრებოდნენ.


შეხვედრებზე საუბარი შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და სამსახურის ინსტიტუციური ცნობადობის გაზრდას. ასევე, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ სამსახურის მისიის, ფუნქცია-მოვალეობების, არსებული გამოწვევებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კულტურის დანერგვაზე. სამსახურის წარმომადგენლებმა ინფორმაციია მიიღეს იმ გამოწვევების შესახებ რომლებსაც ასოციაციების წევრები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით აწყდებიან, თავისმხრივ აღნიშნულ საკითხებზე სამსახურის წარმომდგენლებმა სამსახურის ხედვები გაუზიარეს.
