პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარეს ლევან ვეფხვაძეს შეხვდა
2022-12-22 10:27:37შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს და დაიდენტიფიცირებულ პრობლემებს. ასევე, კომპანიების მხრიდან იმ ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების საკითხს, რომელიც მათ კანონმდებლობით აქვთ დაკისრებული, ხაზი გაესვა კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დაცვის კულტურის დანერგვის მნიშვნელობასაც.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, უფროსის მოადგილე გელა გელაშვილი, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჯაველიძე და ამავე სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ყარაშვილი.
სამომავლო თანამშრომლობის კუთხით დაიგემა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება და მას ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.