პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა

2022-12-13 11:25:07
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის #IDFI-ს ზამთრის სკოლაში „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ საჯარო ლექცია ჩაატარა.

სესიის ფარგლებში ოთარ ჩახუნაშვილმა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნის მიზნებზე, განვითარებასა და ძირითად კომპეტენციებზე.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობდნენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები. ასევე, მე-3 და მე-4 რანგის საჯარო მოხელეები.