პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
2022-12-12 16:22:24
🥇 I ადგილი ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლემ - გიორგი ივანიძემ,
🥈 II ადგილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლემ - მიშიკო ბერაძემ,
🥉 III ადგილი კი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლემ - ანა გიგლემიანმა დაიკავეს.
გამარჯვებულ მოსწავლეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა უმასპინძლა. მათ სერტიფიკატები, ასევე პრიზები- პლანშეტები და ბრენდირებული ნივთები გადასცა და წარმატებები უსურვა.

ლელა ჯანაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუდმივად ცდილობს რომ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლაბლად სხვადასხვა აქტოვობები დაგეგმოს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი სწორედ სკოლა და მოსწავლეები არიან, შესაბამისად, სასიხარულოა რომ ბლოგების კონკურსმა დაინტერესება მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიწვია.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, სამსახურის მოწვეულმა სპეციალურმა ჟიურიმ- მწერალმა დავით გორგილაძემაც.
,,მე, ჩემი პერსონალური მონაცემები და ფართოდ გახელილი თვალები“ - ამ სათაურით მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბლოგების კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გასულ თვეში გამოაცხადა. მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებში პერსოანლურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

გამარჯებული მოსწავლეების ნაშრომები შეგიძლით იხილოთ ბმულზე: