პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს
2022-12-01 13:13:44
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯონი ჩონიაძემ და უფროსმა იურისტმა თამარ ჩხოლარიამ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საინფორმაციო საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.