პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა საქსტატის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს
2022-11-25 16:43:50ტრენინგი შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითად საკითხებს, მათ შორის მონაცემების დამუშავების საფუძვლებს, მონაცემთა მინიმიზაციის, მიზნის და ვადის შეზღუდვის, ასევე მონაცემთა დამუშავების სხვა პრინციპებს. იმის გათვალისწინებით, რომ „საქსტატი“ ერთ-ერთი დიდი მონაცემთა დამმუშავებელი დაწესებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაწესებულებაში დაცული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების ზომებზე და შესაბამისი ფიზიკური პირების უფლებებზე.
„საქსტატმა“ სამომავლოდ სამსახურთან საკონსულტაციო რეჟიმში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.