საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა პირისპირ შეხვედრები ბოსნია ჰერცოგოვინას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელთან და ხორვატიის კოლეგა უწყების ხელმძღვანელის პირველ მოადგილესთან გამართა  

2022-11-20 16:52:48
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლელა ჯანაშვილმა, ,,ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრის“ (“European Case Handling Workshop” (ECHW)) პარალელურად, რომელიც თბილისში 17-19 ნოემბერს ჩატარდა, პირისპირ შეხვედრები ბოსნია ჰერცოგოვინას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელთან დრაგოლიუბ რელჯიქთან, ასევე, ხორვატიის კოლეგა უწყების ხელმძღვანელის პირველ მოადგილესთან იგორ ვულჯთან გამართა.  

შეხვედრებზე საუბარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას შეეხო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მიმდინარე წლის მაისში მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ერთობლივ გამართვას, მათ შორის სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას.