პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სასწავლო უნივერსიტეტის გეომედის თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაატარა
2022-11-11 10:48:29
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სასწავლო უნივერსიტეტის გეომედის თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაატარა.
შეხვედრა შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგად საკითხებს, როგორებიცაა, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა სუბიექტის უფლებები. ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული მაგალითებით, სავარჯიშოებით და ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა, ლილი ტანიაშვილმა, ჩაატარა.
საინფორმაციო ხასიათის საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად ჩაატარებენ.