ლელა ჯანაშვილმა ყაზახეთის კერძო სამართლის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციას უმასპინძლა

2022-11-01 12:29:17
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ყაზახეთის კერძო სამართლის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია ესტუმრა.
ლელა ჯანაშვილმა ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოს მაიდან სულეიმენოვს და სხვა მკვლევარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი, საქმიანობა, ფუნქციები და სამართლებრივი მოწყობა გააცნო.  

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე, საჯარო სექტორზე ზედამხედველობის უფროსის მოადგილე - სოფიო შამუგია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - თამარ ზარანდია, დეკანის მოადგილე - ირმა ხარშილაძე და ამავე ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ექსპერტი - ლია შატბერაშვილი. ყაზახეთის მხარეს კი სამეცნიერო კვლევითი ინტიტუტის დირექტორთან ერთად მკვლევარები: სამართლის დოქტორი კულიაშ ილიასოვა, სამართლის დოქტორი ერლან ოსიპოვი, სამართლის დოქტორი ასელ დუისენოვა და მერუერტ აკიმბეკოვა წარმოადგენდნენ.
მხარეები სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ქართული მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
ყაზახეთის დელეგაცია თბილისში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება და სხვადასხვა საჯარო სექტორს სტუმრობს.