პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა რეგიონული შეხვედრების ციკლი კახეთის მხარეში გააგრძელა
2022-10-19 14:23:10
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, სამსახურის უფროსი და უწყების სხვა წარმომადგენლები კახეთის მხარეში იმყოფებოდნენ.
ლელა ჯანაშვილმა, კახეთის მხარის რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს და საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები, ასევე, კახეთის მხარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებიდან: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მერები, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები და სხვა თანამშრომლები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო შამუგიამ მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს, ხოლო სამართალდამცავ ორგანოების მიერ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა მიაწოდა ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას.
შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
რეგიონალური შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სამცხე-ჯავახეთის მხარეში დაასრულებს.