პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ანნ მონტავონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
2022-10-12 17:54:41
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ანნ მონტავონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატსა და საქმიანობაზე, აღნიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობა, ამ მიმართულებით სამსახურის მიზანი საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის ამაღლებასა და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების საჭიროებაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრაში და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში.
დელეგაციის ხელმძღვანელმა კი ისაუბრა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობაზე, განხორციელებულ აქტივობებზე და მზადყოფნა გამოთქვა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტარტეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალური კოორდინატორი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათ ოჯახებთან მუშაობის საკითხებში - კარინა სვენფელტი, დელეგაციის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში - ონისიმე ცხომელიძე და დელეგაციის ხელმძღვანელის მრჩეველი - ირაკლი სანებლიძე.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებში შეთანხმდნენ ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციების განხორციელებაზე, რომელიც თემატურად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს შეეხება.