საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების სერია განაახლა
2022-10-06 10:44:25
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების სერია განაახლა.
5 ოქტომბერს გამართული საინფორმაციო ლექცია პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის სამართლებრივ რეგულირებასა და პრაქტიკულ ასპექტებს შეეხებოდა.
საჯარო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა, ნინო ჩხაიძემ, ჩაატარა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეგახსენებთ, რომ სამსახურის წარმომადგენლები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო - საჯარო ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვიურად ატარებენ. ტრენინგებზე დასწრება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.