პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ესპანეთის საქმეთა რწმუნებულთან, მარკოს გრანადოს გომესსისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

2022-09-26 16:05:07
პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ესპანეთის საქმეთა რწმუნებულთან, მარკოს გრანადოს გომესსისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ლელა ჯანაშვილმა მარკოს გრანადოს გომესსის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები, საქმიანობა და სამოქმედო სტრატეგიით გათვალისწინებული სამომავლო გეგმები გააცნო, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის კუთხით.
თავის მხრივ, ესპანეთის საქმეთა რწმუნებულმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ესპანეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან თანამშრომლობის, მათ შორის, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა „ტვინინგის“ (TWINNING) განხორციელების თვალსაზრისით.