პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელს ანა აბაშიძეს შეხვდა
2022-09-15 17:05:08
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი, უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დავით ყარაშვილი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს და იურისტს, ანა თავხელიძეს შეხვდნენ.
ლელა ჯანაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია და ხედვა გააცნო. ასევე ისაუბრეს საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ცნობიერების ამაღლებაზე.
ანა აბაშიძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და პირველ მოადგილეს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა და სამომავლო თანამშრომლობაზეც მზადყოფნა გამოთქვა.