პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილიმა მორიგი რეგიონული შეხვედრა გურიის მხარეში გამართა

2022-09-01 16:14:58
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა მორიგი რეგიონული შეხვედრა გურიის მხარეში გამართეს.

ლელა ჯანაშვილი და ოთარ ჩახუნაშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ურუშაძეს შეხვდნენ, სადაც მას სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გეგმები და გამოწვევები გააცნეს.

შეხვედრას ესწრენოდნენ სახელმწიფო რწმუნენულის აპარატის წარმომადგენლები, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, მერები, მერების მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

შეხვედრის მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობაა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო შამუგიამ მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს, ხოლო სამართალდამცავ ორგანოების მიერ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა მიაწოდა ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას.

შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

რეგიონულ შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.