პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის - ლელა ჯანაშვილისა და სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის - ოთარ ჩახუნაშვილის რეგიონული შეხვედრების ციკლი მცხეთა მთიანეთის მხარეში გრძელდება
2022-08-24 15:50:36
ლელა ჯანაშვილი და ოთარ ჩახუნაშვილი მცხეთა მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს დავით ნოზაძეს შეხვდნენ, სადაც მას სამსახურის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობა გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებშიც ლელა ჯანაშვილმა ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს, მისი, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებს და მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით ყარაშვილმა მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

რეგიონულ შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.