პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი IDFI -ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს შეხვდა
2022-08-23 13:30:26
შეხვედრის ფარგლებში, ლელა ჯანაშვილმა სტუმრებს სამსახურის საქმიანობა გააცნო და ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღების აუცილებლობაზე, რომელიც სამსახურის ეფექტურობას გაზრდის და ევროპულ სტანდარტებთან მიაახლოებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დავით ყარაშვილი და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.

იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით ყარაშვილმა IDFI-ის წარმომადგენლებს გააცნო პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკა.
მხარეები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სტანდარტის გაძლიერებას.