პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნიკა სიმონიშვილს შეხვდა
2022-08-19 18:36:44
შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა ნიკა სიმონიშვილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია და ხედვა გააცნო.
ლელა ჯანაშვილის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 12 პუნქტიან გეგმის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ პერსონალურ მონაცემთა სამსახურის გაძლიერებას გულისხმობს, დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ინსტიტუციური განვითარება და ამ პროცესში სხვა მხარეებთან ერთად არასამთავრობო სექტორის ჩართვა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სამსახური თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს.

თავის მხრივ, ნიკა სიმონიშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და პირველ მოადგილეს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა და სამომავლო თანამშრომლობაზეც მზადყოფნა გამოთქვა.