პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რეგიონული შეხვედრების ციკლის პირველი ნაწილი იმერეთში დაასრულა
2022-07-22 17:57:25
ლელა ჯანაშვილი და ოთარ ჩახუნაშვილი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს - ზვიად შალამბერიძეს შეხვდნენ, სადაც მას სამსახურის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობა გააცნეს. ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.


სხვა რეგიონების მსგავსად, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ქუთაისში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრას 12-ივე მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ასევე სამსახურის სხვა თანამშრომლები საჯარო სექტორის წარმომადგენლებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. გააცნეს სამსახურის საქმიანობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა, ასევე საჯარო სექტორის თანამშრომლების როლი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში.
