პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის - ლელა ჯანაშვილისა და სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის - ოთარ ჩახუნაშვილის რეგიონული შეხვედრების ციკლი აჭარის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში გაგრძელდა
2022-07-22 14:15:46
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის - ლელა ჯანაშვილისა და სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის - ოთარ ჩახუნაშვილის რეგიონული შეხვედრების ციკლი აჭარის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში გაგრძელდა.
საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი გუგუჩია, აბაშის, სენაკის, ხობის, ფოთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მერები და ადმინისტრაციული განყოფილებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებს საჯარო სექტორის სწორედ ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ვისაც დიდი რაოდენობის პერსონალური მონაცემების დამუშავება უწევთ.
სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - სოფიო შამუგიამ მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.