პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ
2022-07-18 14:04:01
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი ევროკომისიის 12 პუნქტიან გეგმას შეეხებოდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების გაძლიერებას გულისხმობს. კომიტეტების თავმჯდომარეებმა სამსახურების ხელმძღვანელებთან ის კონკრეტული წინადადებები განიხილეს, რაც ამ უწყებების ინსტიტუციურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,კომიტეტების თავმჯდომარეებს გავაცანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია. ჩვენი სამსახური მეტად ეფექტური და მოქნილი უნდა გახდეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება გარანტირებულად უნდა იყოს დაცული საქართველოში“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პარლამენტთან თანამშრომლობას სამსახურის გაძლიერებისა და ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით.