პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ალეკო ცქიტიშვილს შეხვდა
2022-06-21 15:52:04
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ალეკო ცქიტიშვილს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ლელა ჯანაშვილმა სტუმრებს სამსახურის საქმიანობა გააცნო და ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში არსებულ მაღალ სტანდარტზე საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ეფექტურად დაცვისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - დავით ყარაშვილი. ოთარ ჩახუნაშვილმა სტუმრებს სამსახურის საზედამხედველო ფუნქცია გააცნო და დროული მომართვიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ეკა ქობესაშვილმა და ნესტან ლონდარიძემ კი შეხვედრისას ხაზი გაუსვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ჩართულობის, ასევე დროული რეაგირების მნიშვნელობას, მათი ბენეფიციარების უფლებების დასაცავად.
მხარეები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სტანდარტის გაძლიერებ