პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) საინფორმაციო ბიულეტინში გამოქვეყნდა

2022-06-07 16:28:42
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) საინფორმაციო ბიულეტინში გამოქვეყნდა.
,,საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასამბლეის „მონაცემთა დაცვის მაჩვენებლებზე მომუშავე ჯგუფი“ (Working Groups on Data Protection Metrics) თანათავმჯდომარე გახდა. სამუშაო ჯგუფი 2016 წელს, მონაცემთა დაცვის რეგულირების ახალი საზომის შემუშავების შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ დაფუძნდა. ასამბლეის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა ახალი ზელანდიის საზედამხედველო ორგანოზე იქნა დელეგირებული. სამუშაო ჯგუფის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საერთაშორისოდ შესადარებელი საზომის შემუშავება, შესაბამისი კვლევების წარმოება, პროექტების განხორციელება და ასამბლეის სტრატეგიული ამოცანების შესრულების ხელშეწყობა.
პირადი ცხოვრების დაცვის გლობალური ასამბლეა წამყვანი საერთაშორისო ფორუმია პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში. იგი აერთიანებს ამ სფეროში მოქმედ 130-ზე მეტ წევრ ორგანოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2015 წლის 26 ოქტომბრიდან საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო ასამბლეის აკრედიტებული წევრია და წარმოდგენილია ასამბლეის ფარგლებში არსებულ არაერთ სამუშაო ჯგუფში.