ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევი
2022-06-01 11:56:06
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო პირდაპირ არ ითვალისწინებს ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურებს. აქედან გამომდინარე, ბავშვის მონაცემთა დაცვის გარანტიების შექმნისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება.
სწორედ ამიტომ, გიზიარებთ სამსახურის მიერ მომზადებულ გზამკვლევს „ ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვა“. დოკუმენტში ინტერნეტ სივრცეში ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებით არის განხილული.
სრული დოკუმენტის ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.