პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჯაველიძე ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ სპეციალური ნომრის წარდგენას დაესწრო

2022-05-31 17:58:35
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჯაველიძე ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ სპეციალური ნომრის წარდგენას დაესწრო. 

ჟურნალი ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრისა და თსუ თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ეგიდითა და გურამ ჩადუნელის იურიდიული ოფისის მხარდაჭერით გამოიცა. რომელშიც თავმოყრილია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომები.

ღონისძიებას შრომის სამართლის სფეროში მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები, აკადემიური/სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.