პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, უწყების წარმომადგენლებისთვის ორ-დღიანი ტრენინგი ჩატარდა

2022-05-18 18:54:07
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, უწყების წარმომადგენლებისთვის ორ-დღიანი ტრენინგი ჩატარდა.
სპეციალურ კურსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჯონი ჩონიაძე უძღვებოდა.
ტრენინგი შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავებას განსაკუთრებით საგამოძიებო მოქმედებების პროცესში, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და გამოძიების პროცესში რიგი დოკუმენტაციის მოპოვების საკითხებს.
შეხვედრას, რომელიც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა, სამინისტროს სამხედრო პოლიციის საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საინფორმაციო საჯარო ლექციებისა და ტრერნინგების ჩატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.