პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა და საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კრაწაშვილმა ბავშვის უფლებათა კოდექსის ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

2022-05-12 11:26:33
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა და საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კრაწაშვილმა ბავშვის უფლებათა კოდექსის ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
თემატური შეხვედრა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და კოორდინაციის წესის პროექტი განიხილეს, რომლის მიზანია ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის უწყებათაშორისი სისტემის გამართული ფუნქციონირება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დამსწრე პირებს ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებინეს ყურადღება.
არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა სამსახურის მუდმივი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, ბავშვთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და საკუთარი გამოცდილების კომპეტენტური დაწესებულებებისთვის გაზიარება მომავალშიც გაგრძელდება.