პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორს ვანო ბოლქვაძეს შეხვდა

2022-05-03 11:10:06

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორს ვანო ბოლქვაძეს შეხვდა. შეხვედრას სამსახურების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენდა.
მხარეები ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდენ, რის ფარგლებშიც მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და საკონსულტაციო შეხვედრები დაიგეგმება. პირველ რიგში შემუშავდება ერთობლივი მოდულები, რომელიც თეორიულთან ერთად პრაქტიკული ნაწილით იქნება გაჯერებული. გარდა ამისა, დაიგეგმება ერთობლივი სამუშაო შეხვედრები პრაქტიკაში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე მოსაზრებების გასაცვლელად.