პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით
2022-04-18 17:00:05
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების სერიას აგრძელებს. მომდევნო საინფორმაციო ლექცია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას ტრენინგის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ჯონი ჩონიაძე მოგაწვდით.
ლექციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი მსურველს.
შეხვედრა ჩატარდება პირისპირ მეთოდით და მასზე დასწრებას პირველი 50 რეგისტრირებული მონაწილე შეძლებს.
საჯარო ლექცია ჩატარდება 5 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.
ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია 18 აპრილიდან - 28 აპრილის ჩათვლით.
რეგისტრაციის გასავლელად გამოიყენეთ მოცემული სარეგისტრაციო ბმული
https://docs.google.com/.../1FAIpQLSdddm--h.../viewform