პერსონალურ მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა
2022-04-15 17:20:00
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციასთან "ჩვენ განათლებისთვის’’ თანამშრომლობით, დაინტერესებულ პირებს დისტანციურ რეჟიმში საინფორმაციო ლექცია ჩაუტარა.
შეხვედრა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. მათ შორის: პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მისი მანდატი; მოქალაქის უფლებები და მონაცემთა დამუშავება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. მსმენელებს ინფორმაცია მიეწოდათ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და სამსახურის პრაქტიკის შესახებაც.
შეხვედრას უძღვებოდა კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი ანა ლიპარტელიანი.
ლექციას 30-მდე მსმენელი დაესწრო და ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო საჯარო ლექციების, შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.