პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შეხვდა

2022-04-14 18:06:28
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა ანრი ოხანაშვილს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ინიციატივები გააცნო. საუბარი შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტსაც.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პარლამენტთან თანამშრომლობას სამსახურის გაძლიერებისა და ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით.