პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის შეხვედრას დაესწრო

2022-04-12 17:22:39
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის შეხვედრას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი განიხილეს. კითხვარში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზე.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია უძღვებოდა, უწყებებს შორის ფუნქციები და პასუხისმგებლობები გაიმიჯნა და სამოქმედო გეგმა დაისახა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ თვითშეფასების კითხვარის საფუძველზე მოამზადებს ევროკომისია საკუთარ შეფასების ანგარიშს (opinion), ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.