შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან

2022-04-01 13:40:28

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი და უწყების სხვა თანამშრომლები დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, ბრიტანეთის საელჩოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციებზე, მათ შორის მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების სპეციფიკაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციებსა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
მხარეებმა კიბერინციდენტებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს Torchlight პროგრამა გააცნეს, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის აღსრულებაში მხარდაჭერას, მათ შორის ინციდენტების შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი პლატფორმის შექმნასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო აქტივობებს.
მხარეებმა შემდგომ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.