პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-7 სხდომაზე მიიღო მონაწილეობა

2022-03-25 18:56:00
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-7 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე მხარეებმა საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია წარუძღვა, ევროკავშირის მხრიდან კი სხდომას თანათავმჯდომარეობა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა გაუწია.
კონფერენციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც დაესწრო.
სხდომის ფარგლებში მონაწილეებმა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სეგმენტის ერთ-ერთ საკითხად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობა განიხილეს.
ოთარ ჩახუნაშვილმა მონაწილეებს მოხსენება წარუდგინა, სამსახურის მანდატის განხორციელების, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, ასევე სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ.