პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს რეგისტრაციას საინფორმაციო ლექციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით
2022-03-25 16:13:37- პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მისი მანდატი;
- მოქალაქის უფლებები;
- არსებული გამომწვევები;
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას ლექციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ტრენერები მოგაწვდიან.
ლექციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი მსურველს. შეხვედრა ჩატარდება ჰიბრიდული მეთოდით: 50 მონაწილე აუდიტორიაში, დანარჩენი დისტანციური პლატფორმის საშუალებით.
საჯარო ლექცია ჩატარდება 5 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.
ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია 25 მარტიდან - 31 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციის გასავლელად გამოიყენეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა
https://docs.google.com/.../1FAIpQLSfhz95lC.../viewform