პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა
2022-03-25 15:02:02
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა.
შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა ვახტანგ გომელაურს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გეგმები გააცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც პერსონალურ მონაცემებს დიდი რაოდენობით ამუშავებს, შესაბამისად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების მნიშვნელობას.
შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ტყეშელაშვილი დაესწრნენ.