პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრა გამართა

2022-03-23 15:22:39
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს, რომლის აღსრულების ფარგლებშიც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გასცემს კონსულტაციებს და თანამშრომლობს ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოსთან. საუბარი შეეხებოდა კიბერ-უსაფრთხოების, მათ შორის კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ნაწილში ინფორმაციის გაცვლის საკითხსაც.
მხარეებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლზე და უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმებზეც ისაუბრეს.
შეხვედრას, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ლექსო ბატიაშვილი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი საბედაშვილი, ოპერატიულ - ტექნიკური სააგენტოს უფროსი კობა კობიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი - ნანა ბერიძე ესწრებოდნენ.