პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარსს შორის კომუნიკაცია შედგა
2022-03-21 13:31:44
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა წერილით მიმართა უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარს, ლუდმილა დენისოვას და გამოხატა მხარდაჭერა, სოლიდარობა უკრაინელი ხალხის, უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საპასუხო წერილში ლუდმილა დენისოვამ ლელა ჯანაშვილს ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, გამოთქვა მზაობა ორ ქვეყანას შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.