პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა ჯანაშვილმა და პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
2022-03-15 13:04:13
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა ჯანაშვილმა და პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე სამსახურის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის თემატური ღონისძიებებისა და კამპანიების ორგანიზება, უწყების ინსტიტუციური განვითარება და საერთაშორისო დონეზე სამსახურის ცნობადობის გაზრდა - 2022 წელს სამსახურისთვის პრიორიტეტული საკითხებია.
,,გლობალიზაციისა და მზარდი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას უზრუნველვყოთ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ასევე ხელი შევუწყოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის ამაღლებას“- განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.