პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრა გამართეს

2022-03-07 15:55:51
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამსახურის გეგმები - მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტი და სრულფასოვნად ამუშავებისთვის უწყების წინაშე არსებული საკითხები განიხილეს. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პარლამენტთან თანამშრომლობას სამსახურის გაძლიერებისა და ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით.