რეკომენდაცია - საჯარო დაწესებულებებში დაცული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

2022-02-18 10:14:30
გაინტერესებთ რა შემთხვევაშია დასაშვები საჯარო სამსახურების მიერ პერსონალური ინფორმაციის გაცემა?

გაეცანით სახელმძღვანელო რეკომენდაციებს საჯარო დაწესებულებებში დაცული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.
დოკუმენტის მიზანია, ყოველდღიურ პრაქტიკაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, შეასრულოს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქცია საჯარო დაწესებულებებში დაცული პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემის საკითხების გადაწყვეტაში, დაეხმაროს საჯარო მოსამსახურეებს შეაფასონ საზოგადოების/მესამე პირების ობიექტური მოთხოვნა თუ აღმატებული ინტერესები და შესაბამისი მონაცემები მხოლოდ სათანადო საფუძველში დარწმუნების შემთხვევაში დაამუშაონ.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP)მხარდაჭერით.