რეკომენდაცია- პერსონალური მონაცემების დამუშავება დისტანციური სწავლების პროცესში
2022-01-26 17:09:37
პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავების აუცილებლობა, პანდემიით გამოწვეულმა სიახლეებმა და დისტანციური სწავლების ფართოდ გამოყენებამ, კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
თუ ხართ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი და აქტიურად იყენებთ ან ახლა ნერგავთ დისტანციური სწავლების ფორმატს, ასევე, თუ ხართ დისტანციური სწავლების მონაწილე, მოსწავლე, სტუნდეტი - ეს სახელმძღვანელო თქვენთვისაა!
დოკუმენტში თქვენ იხილავთ, ყველა მიზნობრივი ჯგუფისთვის მომზადებულ, პრაქტიკულ მაგალითებსა და რეკომენდაციებს. ისინი ეფუძნება საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა წერილობით გამოკითხვებს, სამიზნე აუდიტორიასთან ჩატარებულ ინტერვიუებს. რეკომენდაციის მომზადებისას გათვალისწინებული იქნა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ევროპული სტანდარტები და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საუკეთესო პრაქტიკა.
რეკომენდაცია მომზადდდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია შპს „იუაი“-სთან თანამშრომლობით.