სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დისტანციური საგანმანათლებლო პლატფორმა www.elearning.stateinspector.ge ამოქმედდა
2022-01-27 17:01:55
დღეიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დისტანციური საგანმანათლებლო პლატფორმა www.elearning.stateinspector.ge ამოქმედდა.
პირველ ეტაპზე, დისტანციური სწავლების პლატფორმაზე განთავსებულია ჯანდაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სასწავლო მოდული. იგი მორგებულია ჯანდაცვის სექტორის სპეციფიკაზე და ვრცლად მიმოიხილავს ამ სფეროში მონაცემთა დაცვის საკითხებს.
საგანმანათლებლო პლატფორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალებას გაძლევთ დისტანციურად, თქვენთვის სასურველი გრაფიკით, აიმაღლოთ კვალიფიკაცია.
დისტანციური სწავლების პლატფორმა არის უფასო და ხელმისაწვდომი ყველა მსურველისთვის. ასევე, იგი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დისტანციური სწავლების პლატფორმა ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს. დამატებითი კითხვების ან ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის -(+995 32) 242 1000 ან ელექტრონული ფოსტის - elearning@stateinspector.ge საშუალებით.
დისტანციური სწავლების პლატფორმა მომზადდდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის მხარდაჭერით.